Thursday, March 25, 2010

ანემია

პროექტი ინტეგრირებულია ისტ-თან

მნიშვნელობა/აქტუალობა:
მოსწავლეებთან საუბრის დროს ხშირად მსმენია მათგან, რომ ძალიან სცვივა თმები, არის უხალისოდ,ემტვრევა ფრჩხილები. მათ ასაკში ამის მიზეზი შეიძლება ანემია იყოს.

მიზნები და შედეგები:
ამ დაავადების უკეთ გაცნობის შემდეგ მოსწავლეები გააცნობიერებენ სწორი კვების და ცხოვრების ჯანსაღი წესის დაცვის აუცილებლობას
პროექტზე მუშაობა დაეხმარებათ პროფესიის არჩევაში.

შეფასების საგანი და პროცედურები:
შეფასებას მოვახდენ შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით:
  1. მონაწილეობა დავალების შესრულებაში,
  2. თანამშრომლობა,
  3. დისკუსიაში მონაწილეობა,
  4. ლოგიკური დასკვნების გაკეთება,
  5. ექსპერიმენტის შედეგების გააზრება.
რა ცოდნას უნდა ფლობდნენ წინასწარ:
  1. ნაერთთა კლასები
  2. გატიტრვა
  3. მარტივი რეაქციების ჩატარების უნარი
  4. ინფორმაციის დამოუკიდებელი მოძიების უნარი
  5. ექსპერიმენტის შედეგების ანალიზი
  6. ლოგიკური დასკვნების გაკეთების უნარი
  7. მოცემულ სიტუაციაში სწორი გადაწყვეტილების მიღების უნარი.

რა სასწავლო მასალა და ტექნიკური რესურსია საჭირო:
ვებ გვერდები, სამედიცინო ლიტერატურა.

სასწავლო პროექტის მსვლელობა:
მონაწილეებს დავყობ ჯგუფებად და გავანაწილებ დავალებებს:

1. მეცნიერები:
ევალებათ ჩემგან მითითებულ სამედიცინო ლიტერატურასა და ვებ გვერდებზე მოიძიონ თეორიული მასალა შემდეგ საკითხებზე:
ა)სისხლი და მისი ქიმიური შედგენილობა
ბ)ანემია და მისი ფორმები
გ)რკინადეფიციტური ანემია,მისი სიმპტომები და პროფილაქტიკა.

2.ლაბორანტები:

დაევალებათ მე-5 საავადმყოფოს ლაბორატორიაში გაეცნონ სისხლის ანალიზის მეთოდებს,მოახდინონ შედეგების ანალიზი და სახლის პირობებში ჩაატარონ მარტივი ანალიზები რომელიმე ცხოველის ან ფრინველის სისხლზე.

3.ექიმები:
დაევალებათ ვიზიტი ჰემატოლოგთან, მისი დახმარებით მარტივი ტესტების შედგენა, ამ ტესტების მიხედვით ჩვენი სკოლის მე-9 კლასის მოსწავლეებში გამოკითხვის ჩატარება და გამოკითხვის შედეგების ანალიზი.


4.მრჩევლები :
ისინი მოამზადებენ მასალას ანემიის პროფილაქტიკის შესახებ და მოსწავლეებს ჩაუტარებენ საუბრებს სწორი კვების და ჯანსაღი ცხოვრების წესის შესახებ.
ან მსახიობები

შესაძლებელია პატარა სპექტაკლიც დავდგათ სახელწოდებით: "ორგანიზმის ქიმიური ჰარმონია".

შედეგები გამოქვეყნდება ბლოგზე

No comments:

Post a Comment