შუმერების "მთვარის ქვა" ანუ რკინა
ავტორი: ქეთევან კუპატაძე
"მომკლავს მე უშენობა!" - არ ვხუმრობ, უმისობა მართლა მომკლავს. ჯერ დარდი შემომაწვება, ხშირად დავიღლები
და
ვეღარ
დავიძინებ.
სიფითრე
შემომეპარება,
სუნთქვა
ამიჩქარდება
და
კუნთები
დამისუსტდება,
წნევა
დამივარდება
და
შესაძლოა,
არითმიასაც
გამოვკრა
ხელი;
იმუნიტეტი
დამისუსტდება
და
თუ
თავს
დროზე
არ
მივხედე,
ალბათ
ხვდებით,
რითაც
დასრულდება
ეს
ყველაფერი.
მის გარეშე იგივე შეიძლება თქვენც დაგემართოთ...
მას უძველესი დროიდან იცნობენ. ქემეიას მიმდევარი ეგვიპტელი ქურუმები მას პლანეტა მარსს ადარებდნენ. ლათინები ფერუმს უწოდებდნენ, ჩვენებურად კი რკინა ჰქვია და მის გარეშე სიცოცხლე შეუძლებელია.
რკინა ადამიანის ორგანიზმში ისეთი ცილების შემადგენლობაში შედის, როგორიც
ჰემოგლობინი
და
მიოგლობინია.
ჰემოგლობინი
რთულ
ორგანულ
ჯგუფს
შეიცავს,
რომელსაც
ჰემი
ეწოდება.
რკინის
იონი
სწორედ
ჰემთან
(ჰემი
ისეთ
სპეციფიკურ
ფერმენტებშიც
გვხვდება,
როგორიც
ციტოქრომებია)
არის
დაკავშირებული.
ჰემოგლობინს
ჟანგბადი
გადააქვს
და
მთელ
ორგანიზმში
ანაწილებს.
უკან
კი
მეტაბოლიზმის
შედეგად
წარმოქმნილი
ენდოგენური
ნახშირორჟანგი
და
წყალბადის
იონები
მოაქვს,
რომელსაც
ამოსუნთქულ
ჰაერთან
ერთად
ვემშვიდობებით.
მიოგლობინი
კუნთის
ცილაა.
ის
ასევე
იკავშირებს
ჟანგბადს,
ოღონდ
მას
მარაგად
ინახავს.
რკინას სპეციფიკური ცილა ფერიტინიც შეიცავს. ის რკინის იონების სამარაგო ფუნქციას ასრულებს.
ალუმინის შემდეგ რკინა დედამიწაზე ყველაზე გავრცელებული მეტალია. თავისუფალი
სახით
იშვიათად
წააწყდებით,
უმთავრესად
მადნებსა
და
მინერალებში
გვხვდება:
ოქსიდებში,
კარბონატებში,
სულფიდებში,
სულფატებში,
სილიკატებში.
სამრეწველო
მნიშვნელობის
რკინის
მადნებია:
მაგნეტიტი
(მაგნიტური
რკინაქვა
Fe3O4), ჰემატიტი
(წითელი
რკინაქვა
Fe2O3), ლიმონიტი
(მურა
რკინაქვა
2Fe2O3·3H2O), სიდერიტი (რკინის შპატი FeCO3), პირიტი (რკინის
ალმადანი
FeS2). ზოგიერთი
მინერალური
წყალი
რკინას
სულფატისა
(FeSO4) და
ჰიდროკარბონატის
(Fe(HCO3)2) სახით შეიცავს. ზოგჯერ მინერალური წყაროს სათავესთან მურა წითელი ფერის დანალექი შეიმჩნევა. ეს ნალექი მიუთითებს, რომ წყალი სხვა მარილებთან ერთად რკინასაც შეიცავს. ორვალენტიანი რკინა იჟანგება
ჰაერის
ჟანგბადით,
ურთიერთქმედებს
წყალთან
და
წითელი
ფერის
რკინის
(III) ჰიდროქსიდად
გამოილექება.
თუ ინდოეთის დედაქალაქ დელიში მოხვდით, აუცილებლად მოინახულეთ მახარსულის სვეტი (კუტუბის სვეტსაც უწოდებენ). ეს მხოლოდ მათ ეხება, ვისაც ქიმია ხიბლავს, თორემ სხვებს ალბათ მაინცდამაინც არ დააინტერესებს.
საინტერესოც
არაფერია
- ერთი
უბრალო
სვეტია.
ეს
არის,
ძვ.
წ.
IX საუკუნით
თარიღდება,
სიმაღლე
7 მეტრი
აქვს,
წონა
- 6 ტონაზე
მეტი
და
99,72% სუფთა
რკინას
შეიცავს.
ვარაუდობენ, რომ პირველი რკინა, რომელიც ადამიანის ხელში მოხვდა, მიწიერი წარმოშობისა სულაც არ ყოფილა - მას დედამიწაზე ჩამოცვენილი მეტეორიტები შეიცავდა. ალბათ ამიტომ იყო, შუმერები რკინას "მთვარის სპილენძს",
"მთვარის
ქვას"
რომ
უწოდებდნენ.
ყველაზე დიდი მეტეორიტი 1920 წელს სამხრეთ აფრიკის ერთ-ერთ პროვინციაშია ნაპოვნი. ის ფერმერმა
იპოვა,
გვარად
ჰობამ,
ამიტომ
მეტეორიტსაც
ჰობა
უწოდეს.
ეს
მეტეორიტი
60 ტონას
იწონის.
მეტეორიტული რკინა ყოველთვის შეიცავს ნიკელს.
უკანასკნელ წლებში თვითნაბადი რკინა მარცვლებისა და ლოდების სახით გრენლანდიაში იპოვეს. ის შეიცავდა
2% ნიკელს,
0,1% პლატინას
და
კობალტს,
არ
შეიცავდა
ნახშირბადს.
უძველეს ეპოქაში ზოგი ადამიანი მეტეორიტებს თაყვანს სცემდა, ზოგი კი მათგან შრომის იარაღებს ამზადებდა. შემდეგ რკინის მიღება მისი ბუნებრივი ნაერთებიდან დაიწყეს. ამ ეპოქას მეცნიერებმა რკინის ხანა უწოდეს.
წედისის (რაჭა) რკინის საწარმო XVII-XIX საუკენეებში საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე
წარმატებული
საწარმო
იყო.
იტალიელი
მისიონერის
ა.
ლამბერტის
ცნობით,
"იმერეთის
მთებში
არის
რკინის
მადნები
იმდენად,
რომ
ზოგ
ადგილას
ხალხი
სხვა
ხელობას
არ
ეტანება
და
მხოლოდ
რკინას
იღებს
მადნებიდან
და
ამ
რკინისგან
აკეთებს
სხვადასხვა
ნივთს".
XVIII საუკუნის პირველ ნახევარში რკინის წარმოების ამ ცენტრის შესახებ ვახუშტი ბატონიშვილი წერდა: "არს დაბა წედისი...
აქ
არის
ლითონი
რკინისა
და
იღებენ
მრავალს".
თუ რკინის ნაჭერი გაქვთ, შეგიძლიათ გაერთოთ კიდეც. გინდათ, გასწავლოთ? რკინის საგნის ზედაპირი გახეხეთ (გააპრიალეთ). აანთეთ სანთელი
და
საგნისკენ
ისე
დახარეთ,
რომ
პარაფინი
კრიალა
რკინის
ზედაპირს
დაეწვეთოს.
თავად
რკინის
საგანიც
ოდნავ
შეათბეთ,
რათა
პარაფინი
დაცემისთანავე
არ
გაცივდეს,
გაიშალოს
და
მეტალის
ზედაპირი
თხელი
ფენით
დაფაროს.
გაცივების
შემდეგ
პარაფინის
შრე
რკინის
ზედაპირამდე
ნემსით
დაკაწრეთ.
პიპეტით
აიღეთ
აფთიაქში
ნაყიდი
იოდის
ხსნარი
და
ნაკაწრის
ღარებში
ჩააწვეთეთ.
იოდის
ხსნარი
გაფერმკრთალდება.
იგივე
გაიმეორეთ.
ერთი
საათის
შემდეგ
პარაფინიანი
შრე
მოაცილეთ.
მეტალის
ზედაპირზე
დაინახავთ
ნაკაწრების
მკაფიო
სურათს
- ყველაფერს,
რაც
პარაფინის
ფენაზე
დახატეთ
ან
დაწერეთ.
ქიმიკოსები ცოტა უცნაური ხალხი ვართ. აი, როდესაც ამბობთ სიტყვა "ხანძარს", რას გულისხმობთ?
არა,
"ხანძარს"
ჩვენც
იმავე
მოვლენას
ვუწოდებთ,
რასაც
თქვენ,
მაგრამ
თუ
ვიტყვით:
"უხილავი
ხანძარი"?
აბა,
რას
ვგულისხმობთ?
ახლავე
აგიხსნით.
ადამიანი უძველესი დროიდან ცდილობდა ატმოსფერული ზემოქმედებისგან მეტალების დაცვას.
ამისთვის
იყენებდა
ცხიმს,
მცენარეულ
წებოვან
ნივთიერებებს.
მოგვიანებით
მეტალების,
კერძოდ,
კალის
გამოყენება
დაიწყო.
რკინა საშუალო აქტიურობის მეტალია. ჰაერის, წვიმის, ნიადაგისა და სხვა ფაქტორების ზემოქმედებით ადვილად იჟანგება
და
ფხვიერ
მასას
წარმოქმნის.
რკინის მავთული სუფთა ჟანგბადის არეში აქტიურად იწვის და რკინის ოქსიდის ფენით იფარება. ჟანგბადი დედამიწის ატმოსფეროს მეხუთედს შეადგენს, ამიტომ რკინისა და ფოლადის ნაკეთობების "წვა" ძლიერ
ნელა
მიმდინარეობს,
მაგრამ
არ
წყდება.
ეს
უხილავი
ხანძარია,
რომელსაც
კოროზია
ეწოდება.
მის
შედეგად
ყოველწლიურად
იშლება
ათეულმილიონობით
ტონა
ლითონი,
რომლის
გამოდნობაზეც
უზარმაზარი
შრომა
და
სახსრებია
დახარჯული.
თავისუფალი სახით დაუჟანგავი რკინა მთვარეზეა აღმოჩენილი, რაც იქ ატმოსფეროს არარსებობითაა გამოწვეული. გამოდის,
რომ
კოროზიისგან
დასაცავად
რკინა
მშრალ
ადგილას
უნდა
ინახებოდეს,
თუმცა
ეს
თითქმის
შეუძლებელია.
როგორ დავიცვათ მეტალები და მათი შენადნობები კოროზიისგან?
vმეტალის კონსტრუქციებს ჰაერის მიმართ მდგრადი საღებავებით, ლაქებით ფარავენ.
vიღებენ უჟანგავ ფოლადს, რისთვისაც Cr, V, W, Si, Ni, Co -ს ამატებენ.
vმეტალის კონსტრუქციებს სხვა მეტალებისგან (Zn, Mn) დამზადებულ
ფირფიტებს
ამოაკრავენ.
vამატებენ ინჰიბიტორებს (კოროზიის შემანელებელ ნივთიერებებს), მაგ. უროტროპინს.
ორ სინჯარაში რკინის ლურსმანი მოვათავსოთ, ჩავამატოთ 10-10 მლ განზავებული
მარილმჟავას
ხსნარი.
პირველ
სინჯარაში
ჩავამატოთ
უროტროპინი
(დაახლოებით
¼ აბი)
და
მთლიანად
გავხსნათ.
პირველ სინჯარაში წყალბადის გამოყოფის სიჩქარე ნელ-ნელა მცირდება და რამდენიმე წამის შემდეგ ძნელი შესამჩნევი გახდება.
მეორე სინჯარაში, რომელშიც უროტროპინი არ იყო დამატებული, რკინა მარილმჟავასთან ენერგიულად მოქმედებს.
ლურსმანზე გამახსენდა: ამერიკელები უცნაური ხალხია, რას აღარ გამოიკვლევენ ხოლმე. ჰოდა,
აიღეს
და
შეისწავლეს,
რის
დასამზადებლად
იკმარებს
ადამიანის
ორგანიზმში
არსებული
რკინა.
ეტალონად
ახალგაზრდა,
სპორტის
მიმდევარი,
ჯანმრთელი
კაცის
სხეული
აირჩიეს
(საერთოდ,
კაცის
ორგანიზმი
უფრო
მეტ
რკინას
შეიცავს).
აღმოჩნდა,
რომ
თუ
ასეთი
ეტალონის
სხეულიდან
რკინას
მთლიანად
გამოვყოფთ,
მისგან
ერთ
საშუალოზე
მცირე
ზომის
ლურსმანს
თუ
დავამზადებთ.
უცნაურია, არა? ასე ცოტა რკინა გვჭირდება. არადა, უმისოდ ვერ ვიცოცხლებთ!
ამნაირი დარებით კიდით კიდე დარებით, ფერის ფერთა დარებით,
დღემ კოშკების ამალა ხან ეთერში ამალა
და ქარივით ამალა.
მარმარილომ და თასმა, შადრევანმა ათასმა,
ლაჟვარდები ათასმა.
აჩონჩხილო შენობა, მშვენიერო შენობა,
მომკლავს მე უშენობა!
No comments:
Post a Comment